ნიკა მელია: ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ეკრანზე გამოჩენის პირველივე დღეს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.
„ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას , როდესაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეფასების უნარი აქვს გასანვითარებელი.
ადამიანი, რომელიც მილიარდებს ფლობს და ამ მილიარდებით, ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა იპოთეკარებს თანაგრძნობის გარდა ვერაფერს სთავაზობს.
მან შეაქო ნარმანიას მუშაობა და აღნიშნა, რომ ის წარმატებული მერია. ვფიქრობ, ივანიშვილი მთელ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია ვინც ასე ფიქრობს და რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ეს სიმამაცე მას არ მოვუწონოთ“ – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “მოსამართლე” სიჭინავაზე უნდა დავწერო
შემდეგი სტატია“სტარტაპ საქართველოში” გამარჯვების სიმბოლო, “შერეკილების“ ცნობილი საფრენი აპარატია”