ნიკა მელია: ირაკლი კობახიძე ყველაზე უკეთ წარმოაჩენს თქვენი გუნდის დეფექტს

”ბატონი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოაჩენს იმ დეფექტს თქვენი გუნდის, რომელზეც მე ვსაუბრობდი გამოსვლისას,”- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, ირაკლი კობახიძე გამოირჩეოდა ყველაზე დიდი აგრესიულობით, ცდილობდა ურცხვად ყველა ოპონენტზე უზნეო და ამორალური იარლიყების მიკერებას. ის იყო საზოგადოების არა შერიგების, არამედ დაშორების აგრესიული რუპორი.

“ეს ადამიანი უნდა აირჩიოთ იმ ორგანოს თავმჯდომარედ, სადაც საპირისპირო უნდა ხდებოდეს. აქ უნდა ხდებოდეს აზრების გაცვლა-გამოცვლა, შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა. საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე უაღრესად გამოუცდელი ადამიანია, საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე, საქმე იმაში კი არ არის რომ საარაკო ტყუილებზე ბოდიშს არ მოიხდის, საქმე იმაშია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და ხელმძღვანელი არის ფიქციად წოდებული და სამწუხაროდ, ამ გაგრძელებას ექნება ადგილი პარლამენტის ამ დარბაზებში. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ როდესაც გადახედავთ ერთმანეთს და დაინახავთ, რომ თქვენ ხართ ბევრი, არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამდენივე ხართ გარეთ. არ დაივიწყოთ ის რომ, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც კი არ დაგიჭირათ მხარი”, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა პოლიციელმა ქალი სცემა
შემდეგი სტატიამარტინ შულცი გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს