ნიკა მელია: ირაკლი ღარიბაშვილი „კონფლიქტის განსახიერებაა

„ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 2021 წელს. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამ ახალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ალბათ, ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება, ეს მათი პრობლემაა. ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის გახლავთ მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილი, არ ცნობს ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას. მტრულად არის განწყობილი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? ვერ გაგრძელდება, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება“,-აცხადებს მელია.

„ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს. უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია.

სჯობს დღესვე, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოიტანეს და საპატიმროში უნდა ვიყო, რატომ არ აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“? აქ მაინც უნდა დაფიქრდნენ“,-აცხადებს მელია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს და წარმატებები ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს