ნიკა მელია : გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ნიკა მელია, ხოლო სამგორის რაიონში ლევან ხაბეიშვილი იქნება.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორივე ოლქში გაიმარჯვებენ.

„გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, ლევანი გაიმარჯვებს სამგორში, ამაში ეჭვიც არ მეპარება. არჩევნებში გავიმარჯვებ მეც, არა იმიტომ, რომ მე ვარ ყველაზე კონკურენტუნარიანი, ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორი მხარე. ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის, ვიბრძოლებ ოლიგარქიული წესწყობილების დამარცხებისთვის. შეუძლებელია, მართვის სადავეებთან გყავდეს ოლიგარქი და ეს ქვეყანა იყოს წარმატებული ოდესმე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ბევრი განსხვავებისა და პრობლემის მიუხედავად, ოპოზიციამ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება შეძლო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი უხარისხო ფაბრიკაციაა, მსგავსი ჩანაწერებით რუსეთი საქართველოში თავის სატელიტს ეხმარება