ნიკა მელია გახარიაზე – ეს დასაფასებელია

გიორგი გახარიამ გადადგომით, პრაქტიკულად აღიარა, რომ იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა, მისი ნაბიჯი, რა თქმა უნდა დასაფასებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მელიას თქმით, გახარიას გადადგომა საქმეს არ ეყოფა და ოპოზიციის მხრიდან სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

„ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები. ბატონ გახარიას პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მან პრაქტიკულად აღიარა, დღეს იგეგმებოდა, როგორც ჩანს, სისხლისღვრა და ძალადობა, ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, არის დასაფასებელია. ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის. ვითხოვთ, საერთო ოპოზიციური მოძრაობა სასწრაფოდ შეხვედრას ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე-ახალი არჩევნები“,- განაცხადა მელიამ.