ნიკა მელია: ეს რეჟიმი აუცილებლად აგებს პასუხს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მმართველი გუნდი პასუხს აგებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან წასვლის გარდა სხვა გამოსავალი არ ექნება.

“ეს რეჟიმი აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება წელსვე. არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც ქართული ოცნება იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე და კრიმინალებზე როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში… უკან დახევა არ იქნება. იქნება ურყევი, ძალიან მტკიცე ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც არ უნდა მუშტები იქნიონ, რამდენიც არ უნდა მოკლან, იძალადონ, მკვლელობის შემდეგ ტომარაში ​ჩატენონ და მერე მოიტაცონ, ვერანაირად გავლენ სამშვიდობოზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს​
შემდეგი სტატიამეუფე შიო – ყველა მოწოდებული ვართ, რომ სამოციქულო ღვაწლი გავწიოთ, ყველაზე მცირე, საკუთარ ოჯახში უნდა იყოს ადამიანი მოციქული