ნიკა მელია: ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი დღეა, რამდენი დღეც დასჭირდება გამარჯვებას, იმდენი დღე იქნება დიახაც, მართალი, არაძალადობრივი ბრძოლა…

დიახ, ქართული სახელმწიფო სულს არ დალევს და ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება ნამდვილად დალევს სულს, მისი ზრახვები ვერ განხორციელდება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მშვიდობიანად იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

„ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა უმძიმესია, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი იმაშია, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. სახელმწიფოს უზურპაციის შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მთლიანად სახელმწიფო გაყალბება მოახდინეს, ყველამ ყველაფერი ვიცით, ამანაც განაპირობა ივანიშვილის და რუსების გასაკვირად ათობით ათასი ადამიანის გამოსვლა, მათ ეს არ ეგონათ. ეგონათ, რომ ხალხი ღრმად დეპრესიულ მორევშია და მათ ნებისმიერი მძიმე გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მისი აღსრულება შეეძლოთ. ეს ასე არ მოხდა, ან მომავალი, ევროპული, ეროვნული ინტერესი და მომავალი ზოგადად, ან საბჭოთა კავშირი, ან მოსკოვი, ან თბილისი, ან რუსეთი, ან საქართველო. ეს გამარჯვება მოსაპოვებელია მათ შორის, ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტის გამოყენებით – ქუჩით. დილის 5 საათია და ხედავთ, ათასობით ადამიანია ქუჩაში და ეს მხოლოდ დასაწყისია, შეუძლებელია სხვაგვარად განვითარდეს, შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს, რომ 2024 წელს ქართული სახელმწიფო დასრულდება და სულს დალევს, ეს ასე ვერ იქნება. დიახ, ქართული სახელმწიფო სულს არ დალევს და ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება ნამდვილად დალევს სულს, მისი ზრახვები ვერ განხორციელდება. წყლის ჭავლზე, „რობოკოპებზე“, რაც ჰყავს იმ ადამიანს, მასზე გაცილებით ძლიერია მისი ნება. ჩვენი ვალია, ვიყოთ იქ, სადაც ვართ… არ სჯეროდა ბევრს, რომ ხალხი ბრძოლისთვის მზად იყო სიმართლით, ღირსებით? ამ ბრძოლას ხედავს, ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი დღეა, რამდენი დღეც დასჭირდება გამარჯვებას, იმდენი დღე იქნება დიახაც, მართალი, არაძალადობრივი ბრძოლა… უკან დასახევი არც ივანიშვილს აქვს პუტინთან ერთად საქართველოში და სიმართლე ვთქვათ, არც ჩვენ გვაქვს, ამიტომ იმარჯვებს ძალა, ვფიქრობ, ეს ძალა ხალხში გაცილებით დიდია, ვიდრე ოლიგარქატში“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე პუბლიკას ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს
შემდეგი სტატიაშსს – აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა