ნიკა მელია: ეს ადამიანები თვალს ვერ მისწორებდნენ, ისინი უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან

ეს ადამიანები თვალს ვერ მისწორებდნენ, ისინი უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან – ეს განცხადება, გააკეთა ნიკა მელიამ, მას შემდეგ რაც დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და სასესიო დარბაზი დატოვა. მელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიდან უმრავლესობას არ სურდა მის წინააღმდეგ ხმის მიცემა, მაგრამ ისინი ტყვეობაში იმყოფებიან.

“არ ვაპირებდი სიტყვის წარმოთქმას, რომ არა აუცილებლობა. მგონი მოკლე სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ამ ხალხს ვინც აქ იყო, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში, ვიგრძენი,რომ თვალი თვალში გაუსწორონ ადამიანს, რომელის წინააღმდეგაც ღილაკს მიაჭირეს ხელი.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამის სურვილი დიდ ნაწილს არ ჰქონდა, ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველას უბედურებაა.

შველა გვჭირდება. სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობისგან დავიხსნათ. მეუხერხულებოდა უკან გამოხედვა, ვცდილობდი დრო მომეკლა და ტელეფონში ჩავრგე თავის. მძიმე იყო და თვითონაც კარგად მიხვდნენ. შევალ ჩემს სამუშაო ოთახში და შემდგომ გავალ გარეთ,“-განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიახლა უკვე ვიცით 91 ადამიანი, ვისაც შეხვედრისას მოურიდებლად უნდა შევაფურთხოთ სახეში
შემდეგი სტატიარომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია…