ნიკა მელია: ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მცდელობის მორიგ ძალადობრივ ფაქტსა და ჰოსპიტალის ექიმების განცხადებას ეხმაურება:

“უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!

რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!” წერს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საკრებულომ ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა
შემდეგი სტატიასააკაშვილის პირადი ექიმი – თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ