ნიკა მელია: ენმ-ის დეპუტატს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა

ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა.

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა.

გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ისე გისმენთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანების წინ