ნიკა მელია ეკა კვესიტაძეს- “ეკა, რა მუცლის გვრემა გაქვთ?”

“ეკა, რა მუცლის გვრემა გაქვთ?” – ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ესწრებოდა ის არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს.

“ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ? თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში – მელია უნდა მობრძანდეს ახლა სააპელაციო სასამართლოში, თქვას ნიკა გვარამიას… უნდა შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში? 5 სასამართლო იყო სულ. [კვესიტაძე: არცერთზე არ ყოფილხართ] ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე თქვენ? თქვენ გეტყობათ, რომ წინასწარი განწყობა გაქვთ”. – თქვა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაში“ზვიად გამსახურდია ამზადებდა ახალ რუის-ურბნისს” – პეტრე ცაავა
შემდეგი სტატიაპეტრე ცაავა: “ჭყონდიდის ეპარქია არის მიტაცებული…სტეფანე კალაიჯიშვილი ანტიქრისტიანია”