ნიკა მელია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ე.წ. მატროსოვის ციხეში პარტიის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ხვდება.

ნიკა მელიას სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

„შევდივარ პოლიტპატიმართან სასაუბროდ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის გენერალური მდივნის პოზიციასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის პოზიცია აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

სპორტის სასახლეში 20 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის გენერალურ მდივნად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რჩება. მოგვიანებით კი, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დარჩენასა და პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, მას პოზიცია არ გამოუხატავს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიავიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას არ ფლობს