ნიკა მელია: დიახ, ყურს ნუ გჭრით – ივანიშვილი დიქტატურისკენ მიიწევს და ცდილობს, ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში

“საგანგებო მდომარეობისა რეჟიმის ხელემორედ დარღვევისთვის ადამიანი 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება – აი ეს კანონი მიიღეს დაჩქარებული წესით!

მთავრობის მიმართ ხალხის უკმაყოფილება უკიდურეს ზღვარს აღწევს, გრძნობენ ხალხის ზიზღს, ეშინიათ პროტესტის და ამკაცრებენ ზომებს. მაგრამ პროცესში მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი დღევანდელ უმძიმეს ვითარებას იყენებს იმ დიქტატურის განსამტკიცებლად, რომელისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს!
დიახ, ყურს ნუ გჭრით – სწორედ დიქტატურისკენ მიიწევს და ცდილობს, ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, რომლითაც გაანეიტრალებს პოლიტიკურ ოპონენტებს.

ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის „ეგიდით“ შემოგვიგდო ნორმა, რომელიც ამოქმედდება ნებისმიერი მომდევნო საგანგებო მდგომარეობის დროსაც”-წერს ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარლამენტმა 3 მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე პრიმა მუხლით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისათვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ისჯება 3-ათასლარიანი ჯარიმით (იურიდიულ პირს 15 ათასი ლარი) განმეორების შემთხვევაში პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: „აიბგას ანექსიაზე საგარეო უწყებამ ერთი ამბავი უნდა ატეხოს“
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა გვაჩვენა მიმდინარე პანდემიის თანმხლებმა ამბებმა და მოვლენებმა…