ნიკა მელია დღეს სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას ხვდება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად დღეს სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას შეხვდება. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიამ საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს, მანამდე კი კონსულტაციები გრძელდება.

“ის, რომ დღეს პარტიაში ან ხვალ ან გუშინ იყო არის და იქნება განსხვავებული მოსაზრებები, მიხარია, ასეთი პარტია მინდა ავაშენო. სადაც პარტია ერთი, ორი ან სამი ადამიანის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, ეს არის მარცხი, იქნება გაერთიანებული რეალური იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტი – ქართველებო, გელოდებით ნატოში
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა