ნიკა მელია: დღეს ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა

“ივანიშვილმა 1 ლარად წაიღო პუშკინის სკვერი, თეთრებში წაიღო 28 ჰექტარი ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თეთრებში მიიტაცა მწვანე კონცხი და სხვა ეროვნული სიმდიდრე

დღეს კი ‘საყდრისის დაცვის’ წევრებმა და ოპოზიციამ 15 000 ლარად აღარ გაატანა 16 ჰა ტყის მასივი – 5 საათი გვევაჭრა და 5 მილიონ ლარზე დანებდა.

თურმე უღირდა მილიონების გადახდა იმაში რაც აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს 15 000 ლარად გამოატანინა, მაგრამ 5 მილიონ ლარზე მეტი ვეღარ გაიმეტა. წარმოიდგინეთ, 15 000 ლარიდან 5 მილიონ ლარამდე ივაჭრა.

მოკლედ დღეს ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვეედზე ნიკა მელია.

 

დმანისში მიწის ნაკვეთის აუქციონში პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმარჯვეს

 

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავეს
შემდეგი სტატიალიბიის სათავეში კვლავ კადაფი მოდის