ნიკა მელია: დათო ნარმანია არის უსინდისო ადამიანი, რომელიც უნამუსოდ იტყუება

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი დაესწრნენ.

ქალაქის მერის თქმით, ტერიტორია ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე და განაშენიანების გეგმას ხელს აწერს თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი აბესაძე.

ამ განცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მივიდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან ბავშვების მშობლები, მწვრთნელები და გულშემატკივრები.

მათი თქმით, დედაქალაქის მერს შეეძლო, გაეუქმებინა 2014 წელს გაცემული ნებართვა.

“დათო ნარმანია არის უსინდისო ადამიანი, რომელიც უნამუსოდ იტყუება. ის, რომ წინა ხელისუფლებამ გასცა ნებართვა, არ ნიშნავს, რომ ბავშვებს დაუნგრიო სტადიონი და დილით, მალულად, არაკაცურად შემოიყვანო ბულდოზერები და გადაუარო თავზე ბავშვებსაც,” – აცხადებს ნიკა მელია.

ადგილზე შეკრებილები აქციებს გეგმავენ და აცხადებენ, რომ მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ.

“იქნება მუდმივი აქციები, დაწესდება მორიგეობა და გადაიზრდება სამოქალაქო პროტესტში,” – განმარტა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი, თეა “მურუსიძე”
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილმა დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად დავალებები გასცა