ნიკა მელია: დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები ენმ-დან გააყოლონ გადასატან ყუთებს

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაუშვას.

„გუშინ ვიხილეთ როგორ იგეგმება ოქმებზე ხელის არ მოწერა და დღეს შევიტყვეთ, რომ დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააყოლონ გადასატან ყუთებს. ანუ გამოდის, რომ გეგმავენ, რომ დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე კომისიის წევრები იყვნენ შტაბიდან გარეთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს. ქვეყნის მასშტაბით, 3 700-მდე საარჩევნო უბანზე ამავე რაოდენობის ჩვენი წევრი დარჩება უბანზე და არ გაჰყვება გადასატან ყუთს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება