“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.
გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს ნიკას მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
გიორგი კონდახაშვილის მოსაზრებით, შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.

















