ნიკა მელია – ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ და ფორმიანმა დამნაშავეებმა

ერთი დღე „ქართული ოცნება” ტრაგიკულია, მეორე კომიკური, მესამე დღე – ტრაგი-კომიკური. დღეს ხელისუფლება ტრაგი-კომიკიურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და აქციის დღეს ისინი ფორმიანი დამნაშავეებისგან წმენდნენ გზას.

„ხელისუფლება უსუსურია და თავის მართლების რეჟიმშია. რაც უფრო გადის დრო, ხვდებიან რომ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს. მათ საერთაშორისო დონეზე მოუწევთ ძალიან მტკივნეულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელზე პასუხიც არ არსებობს.

ბრალში პროკურატურამ ჩაწერა, რომ თითქოს, ავტობუსი, რომლის ძალისმიერი მეთოდითაც გადაწევას, დიახაც ვახორციელებდით, ვინაიდან უკანონოდ ჩაგვიხერგა გზა, კი არ ჩახერგეს, უბრალოდ, ავტობუსის მძღოლი ავტობუსს ატრიალებდა. ეს წერია ბრალში. წარმოგიდგენიათ? საბრალდებო დასკვნაში წერია, ჩვენ არ ჩაგვიხერგეს გზა, უბრალოდ ავტობუსი, რომელზეც არანაირი ნიშანი არ იყო, რომ იყო პოლიციის კუთვნილი, ცდილობდა მოტრიალებას. რამდენად უსუსრები და კომიკურები არიან”, – განაცხადა მელიამ.

მისივე განმარტებით, პასუხი გიორგი გახარიამაც უნდა აგოს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ, ფორმიანმა დამნაშავეებმა. რამდენიმე ათეული ასეთი ადამიანი იყო იმ დღეს ველისციხეში. შეუძლებელია ეს ყველაფერი მათ შერჩეთ.

დავით კირკიტაძე კლასიკური, პოლიტიკური პატიმარია. როცა თქვენთან ოჯახში შემოვარდება ფორმიანი და თავს დაგესხმებათ, ის პოლიციელი იქნება თუ ყაჩაღი? ჩვენ გზა უკანონოდ ჩაგვიხერგეს ფორმიანმა დამნაშავებმა და მათგან ვწმენდით გზას”,- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიორი პოლიტიკური თანამდებობა – პარლამენტში ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიაოპოზიცია და პოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მისვლაზე საუბრობს