ნიკა მელია: ჩვენ ველოდებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას

“ჩვენ ველოდებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია ნაციონალური მოძრაობისთვის და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, იმიტომ რომ სივრცეები სულ უფრო მეტი და მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმის და დეპრესიული ბაცილების უხვად მომრავლებისთვის… ჩემთვისაც, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმევა მის წისქვილზე…

ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევა სააკაშვილთან ზეგ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე, იმ პროცესს ხელი შევუშალო, ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ. უფლება არ მაქვს”,-აცხადებს ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია

. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს, საკუთარ თავს იქ ვეღარ ხედავს და პოლიტიკიდან გადის.

წინა სტატიაშირუსები წითელ ჯვარს ოლენოვკაში არ უშვებს
შემდეგი სტატიაამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი პიტბულმა იმსხვერპლა