ნიკა მელია: ჩვენ გავათავისუფლებთ გურიას კრიმინალური კლანებისგან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნიკა მელია, 2016 წლის არჩევნებში მათი პარტიის გამარჯვებას აანონსებს.

მელია დღეს სოფელ ჭანიეთში იმყოფებოდა, ენმ-ს ლიდერმა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, დავით მჟავანაძე ოფიციალურად წარადგინა.

“ჩვენ ოჯახური ერთობა ვერავინ დაგვინგრია, მეამაყება ვიყო იმ სოფელში, ჭანიეთში, რომელიც 2012 წლის არჩევნებში ქვეყნის მაშტაბით პირველი სოფელი იყო, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ, ბევრისთვის სენსაციური და ჩვენთის არასენსაციური გამარჯვება ნასაკირალში, ჩენმა მეგობარმა ასევე ბესო ქათამაძემ მოიპოვა. ახალ დადგა დრო ჭანიეთის, ნასაკირალის შემდეგ ვიზეიმოთ გამარჯვება არა მხოლოდ ჭანიეთსა და ნასაკირალში, არამედ მთელს ოზურგეთში… ჩვენ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მხარი არ დაგვიჭირა არჩევნებში, იმ ადამიანებტან ერთად, ვინც მხარი დაგვიჭირა ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვებთ. გურიას გავათავისუფლებთ კრიმინალური კლანებისგან”- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში გურიას ახალი მაფიოზური კლანი ადიკო ივანიშვილისა და ვინმე კეჭაყმაძის მეთაურობით თავს მოეხვია.

“2012 წლის შემდეგ, ჩვენს გურიას თავს მოეხვია ახალი მაფიოზური კლანი ადიკო ივანიშვილისა და ვინმე კეჭაყმაძის მეთაურობით, რომელიც ახლა ოპოზიციაში არიან ერთმანეთთან შესულები და გავლენის სფეროებს ინაწილებენ. ეს ადიკო ივანიშვილი იცით, რომ არის მთავარი კრიმინალის, სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მოვიხსენიებ მას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმა, რომელსაც აქვს სია ჩამოწერილი გავლენიანი ადამიანების. გადაცემული აქვს მას ძალოვანი სტრუქტურებისთვის და ეს ადამიანები სარგებლობენ ხელშეუხებლობით. ამას თითოეული ოზურგეთელი და არა მხოლოდ ოზურგეთელი გრძნობს, ბევრი ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობს, ბევრი საუბრობს, მაგრამ იმისათვის, რომ ყველამ ვისაუბროთ ამ სიმართლეზე და ეს მხარე გავანთავისუფლოთ ამ მანკიერი პრაქტიკისაგან და დავიწყოთ რეალური განვითარება გურიისა, უნდა დავირაზმოთ და 8 ოქტომბერს ყველამ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და შევარცხვინოთ ბატონი ივანიშვილი იმ შეუსრულებელი დაპირებების გამო, თვალებში ნაცრის შეყრის გამო, მხოლოდ ჩვენს ხელშია ეს ძალა” – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ლიდერმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, წინა ხელისუფლების პერიოდში გურიაში ბევრი არაფერი გაკეთებულა.

“ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით, ეს გამომდინარე იქედან, რომ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო შევარდნაძის ხელისუფლებიდან. თუ შევადარებთ აჭარას, იმერეთს, კახეთს, ვიტყვი რომ, ვერ მოვასწარით გურიისთვის მიგვეხედა, გზის დაგება არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ძალიან მიზანმიმართულად მივდიოდით იმ გეგმისკენ, რაც გვქონდა. ჩვენ რომ თბილისში გვქონოდა მოწესრიგებული პირობები და ასევე სხვა რეგიონებშიც, ოზურგეთის რაიონი დღეს მოცული იქნებოდა და პირობებიც უკეთესი გვექნებოდა. თუმცა ავად თუ კარგად, იყო მაინც ქვეყნის განვითრების უმაღლესი ეტაპი. ახლა კი, ადამიანი მოვიდა მილიარდებით, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა გადაეყვანა ახალი განვითარების ეტაპზე, აკეთებს საპირისპიროს, და უფრო მეტიც, ქვეყანას დღეს ხელისუფლება არ ჰყავს”- აღნიშნა ნიკა მელიამ, რომელიც დღეს ოზურგეთშ სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გილაური: კვირიკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: კარგია, რომ ხელისუფლება არ გაჯიუტდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება