ნიკა მელია – ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის თავდადებამ უკვალოდ არ ჩაიარა.

„რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ახლა ის გვიყურებს და მინდა, აქედან მივესალმო მას დიდი პატივისცემით, ვუსურვო მას ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი. არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – არ არსებობს იმის რისკი, რომ „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს
შემდეგი სტატიამელია – პირველადი შედეგებით, ფონიჭალის სამივე უბანი კოალიციის გამარჯვებით დასრულდა