ნიკა მელია – ჩემი ფეხით ციხეში არ შევალ

ენმ-ის თავმჯდომარე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე პროცესს პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს, აცხადებს, რომ თავისი ფეხით ციხეში არ შევა. მისი თქმით, ის გავრილოვის გასასამართლებელი არ არის და ვერც ვერავინ გაასამართლებს მისი სახელით.

“გავრილოვის გასასამართლებელი მე არ ვარ, ვერავინ გავრილოვის სახელით მე ვერ გამასამართლებს, ჩემი ფეხით მე ციხეში არ შევალ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ალეკო ელისაშვილსაც მიმართა და ჰკითხა: “შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი ახლა, ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდნენ? და თუ იმსჯელებდნენ, რას იზამდი, გადამეფარებოდი? ამიტომ ან ენას კბილი დააჭირე, ან აღიარე, რომ “ოცნების” მარიონეტი ხარ”.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამელია – ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს სხდომაზე დასწრებას, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და არ უშვებენ