ნიკა მელია ცალკე პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, მომავალი არჩევნებისთვის მის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკე პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

„„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიბრძოლებ თუ ცალკე პარტიას ფარგლებში ვიბრძოლებ, რომელიც შეიძლება დაფუძნდეს, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ნათელი მოეფინება… მე მგონია, რომ უახლოეს პერიოდში ამ გადაწყვეტილებას მივიღებ“ – განაცხადა მელიამ.

აქვე მან პარტიაში არსებულ პრობლემებზე და მის წევრთა შორის, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობებზეც ისაუბრა.

„დიახაც გვაქვს სერიოზული უთანხმოება, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პარტიაში, რაზეც მე ბოლო პერიოდებია, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ვცდილობ არ ვისაუბრო. განსაკუთრებით ახლა ამ დღეებში, ამ კვირებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არ უნდა ვუთხრა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში“, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მცდელობა იყო, რომ მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ჩამოეშალათ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში