ნიკა მელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ.

ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, თითქოს ოპოზიციას დაამარცხებენ“, – აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დუისიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას საუდის არაბეთის მოქალაქე ემსხვერპლა