ნიკა მელია აცხადებს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მისივე თქმით, ფილიპ რიკერთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

„საკითხები იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომლებიც ეხება ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებას, დაწყებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარების, ამ მძიმე ეკონომიკური რეალობიდან გამოყვანის გზაზე დასახული მიზნები და ამოცანები, როგორი წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს გაგრძელებული. ასევე იმ დეტალებზეც კი ვისაუბრეთ, „ქართული ოცნება“ თავს არ ანებებს საერთაშორისო საზოგადოებასაც კი, რომ გააკვირვოს მათი უკანონო ქმედებებით. რასაც ისინი ახლა „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ აპირებენ, ჩაიდინონ, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად და არაკანონიერად შეუჩერონ დაფინანსება, რომელიც კანონის თანახმად ეკუთვნით, ამაზეც კი გვქონდა საუბარი. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ნაწილშიც კი მოეგება გონს და არ ჩაიდენს ისეთ რამეს, რომელიც კვლავ ბუმერანგივით მათ შემოუტრიალდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: გახარიას ბრალი რომ წაუყენონ, მას დავიცავ
შემდეგი სტატიაპოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დღე ლუკაშენკომ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა