„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია დათო კეზერაშვილმა იდეებისგან დაცალა.
მისი თქმით, პარტიას დაეპატრონა პოლიტიკაში გამილიონერებული და გამდიდრებული ადამიანები.
„დათო კეზერაშვილმა მოახერხა და დღეს დაისაკუთრა პარტია, რომელიც დაცალა – იდეისგან, ღირებულებებისგან და შინაარსისგან. ეს არის ერთადერთი სიმართლე რამაც განაპირობა, 20-22 წლიანი ბრძოლის გამოცდილების მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ ვეტერანი, მართლა პარტნიორი ადამიანების მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება. აქ ნიკა მელიას გამო არცერთ ადამიანს არ მიუღია გადაწყვეტილება. პარტიას დაეპატრონა პოლიტიკაში გამილიონერებული და გამდიდრებული ადამიანები“, – აცხადებს ნიკა მელია.