ნიკა მელია აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა.

„მაისში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებია და ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართეთ. ჩვენთვის და მათთვის საინტერესოა, თუ სად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან ორივე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. დაახლოებით 30 ოლქშია შუალედური არჩევნები. კონსულტაციები მიმდინარეობს, არ გვინდა, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხმები წაართვან. უმცირესობაზე კი, ერთი სიტყვაც არ ყოფილა”, – განაცხადა მელია.

2019 წლის 19 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს, ადიგენის, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. ასევე შუალედური არჩევნებით მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ხულოში. თბილისში კი, ვადამდელი არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, რომლის მაჟოროტარი დეპუტატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტში ცვლილებები არ იგეგმება” – კობახიძე მის შესაძლო ჩანაცვლებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დღეს დაიკითხება