ნიკა მაჭუტაძე:ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან

ვაპირებ, ვიყო პარლამენტის წევრი ისე, როგორც სავალდებულოა. ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

„ვაპირებ, ვიყო პარლამენტის წევრი ისე, როგორც ეს არის სავალდებულო. ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან, რომელსაც ჰქვია დღევანდელი ყოფა და მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოსი და მისი დემოკრატიის. ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტს ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს საშულებას, რომ ქვეყანაში მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება კონკურენტუნარიან და კონსტიტუციურად, დემოკრატიულად გამართულ გარემოში“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ამასთან, მაჭუტაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია უცვლელია.

„შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ნაწილში ჯერ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არის „ძალა ერთობაშიას“ პოზიცია. ჩვენ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია გვაქვს იგივე, რაც გვქონდა აქამდე და ეს ითვალისწინებდა ხელის არმოწერას დოკუმენტზე. ძალიან მიუღებელია ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, გავრცელდეს 20 ივნისის ჯალათებზე. ნამდვილი, დემოკრატიული, დასავლური ოპოზიციის ხელში ეს არის საშუალება და სივრცე, რომ მივიღოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენს ბოიკოტს ჰქონდა ძალიან დადებითი მხარე როგორც ქვეყნისთვის ასევე პოლიტიკის მორალური გაჯანსაღების კუთხით, ისევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების თვალსაზისით. ეს ითვალისწინებს უამრავ რეფორმას სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ბოიკოტის, იმ მტკიცე პოზიციის შედეგი, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ ამ დროის განმავლობაში გამოიჩინა. ქართულ ოპოზიციასთან ერთად ვაპირებ, ვიაქტიურო და ვიბრძოლო, რათა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური გარანტიები იქნას დაცული და აღდგენილი“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ საერთაშორისო ოპერაციაში 800 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკანადაში მძღოლმა მულსიმების ოჯახი მანქანით შეგნებულად გაიტანა