ნიკა მაჭუტაძე : გიორგი ვაშაძის გამარჯვების ფორმულა არის მცდარი

admin
ავტ.: admin ივლისი 27, 2020 14:03

ნიკა მაჭუტაძე : გიორგი ვაშაძის გამარჯვების ფორმულა არის მცდარი

გიორგი ვაშაძის მიერ წამოყენებული გამარჯვების ფორმულა არის მცდარი, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკად გადაკეთდეს.

გამარჯვების ფორმულად ჩვენთვის, პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, რჩება ერთიანობა და დიდი კოალიცია სუბიექტების. აბსოლუტური უმრავლესობა რჩება კოალიცია „ძალა ერთობაშიაში“, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ კოალიცია გადაკეთდეს საარჩევნო ბლოკად და ასე გავიდეთ არჩევნებზე. ეს ასე იქნება, ცალსახად. ყველა სუბიექტი ერთგულები ვართ იმ ხელშეკრულების და სადამფუძნებლო დოკუმენტებისა, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ აქვს. გიორგი ვაშაძის დღევანდელ საუბარს რომ მოვუსმინე, ის საუბრობდა გამარჯვების იმ ფორმულაზე, რომელიც თითქოს მრავალფეროვნებაა პროპორციულ ნაწილში. არადა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ გამარჯვებისა და წარმატების მოდელიც, რომელიც წარმოშვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე ხელისუფლება გამოცვლილა, ყველა გამოცვლილა დიდი ოპოზიციური ბლოკისა და კოალიციის მეშვეობით. გავიხსენოთ უახლესი ისტორია, თუნდაც 2012 წელი. ჩვენი ბლოკის ყველა წევრი ფიქრობს, რომ გამარჯვების ფორმულა არის დიდ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში. ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მიერ წამოყენებული გამარჯვების ფორმულა არის მცდარი“,- განაცხადა მაჭუტაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვს და ახალი პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

admin
ავტ.: admin ივლისი 27, 2020 14:03

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics