ნიკა მაჭუტაძე – დარწმუნებული ვარ, ექსპერტთა ჯგუფის წევრები სააკაშვილის მდგომარეობის განსჯის დროს ობიექტურები იქნებიან

ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა მისასალმებელია.

მისივე თქმით, ჯგუფის წევრები საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი მედიკოსები და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ისინი ობიექტურები იქნებიან.

„მივესალმებით ამ ჯგუფის შექმნას და სახალხო დამცველის ჰუმანიტარულ ინიციატივას. ამასთანავე იმ შემადგენლობას, რომლითაც ეს ჯგუფი, კონსილიუმი დაკომპლექტდა. ესენი არიან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი მედიკოსები და მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რამ იცის. ისინი პროფესიული რეპუტაციითაც გამოირჩევიან და დარწმუნებული ვარ, იქნებიან ობიექტურნი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის განსჯის დროს. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს ძალიან დიდი სისუსტე აქვს და გუშინ კონცენტრაციის დაცვა რამდენჯერმე გაუჭირდა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – საქართველოში პირველი ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდი შეიქმნა
შემდეგი სტატიადედაქალაქის საკრებულოს თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი წარედგინა