ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.

თუ რა ვითარებაში, ან სად მოხდა მიმალვაში მყოფი პირების დაკავება, ეს უცნობია.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყეენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: თუ შენ თვითონ არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხს რატომ, რა ნამუსით ეძახი მაშინ არჩევნებზე მოსასვლელად?
შემდეგი სტატიამამულაშვილი: თავის დროზე კალიურანდმა გააფრთხილა სააკაშვილი, რომ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინა