ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. დაცვის მხარემ საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვაზე უარს ამბობენ.

შემდეგი სხდომა 18 იანვარს, 11:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“ადამიანი რომ გატეხონ, სრულ ჯოჯხეთს ანახებენ ან სრულ სამოთხეს და წაგებულ საკრებულოში უმრავლესობის გაფორმებას შეეცდებიან, – გია ხარჩილავა “ოცნებაზე”
შემდეგი სტატიასარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს