ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ხელისუფლება ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას
შემდეგი სტატიაბოკერია: მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ იმ კატასტროფის ფონზე, რაც მოუტანეს ქვეყანას, ერთადერთი ინსტრუმენტი სისხლიანი ბანერებია