ნიკა კვარაცხელიას დედამ “სხვა ნანუკას” მოსახლეობისადმი მიძღვნილი მიმართვა გამოუგზავნა

თბილისში, რამდენიმე დღის წინ მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედამ “სხვა ნანუკას” მოსახლეობისადმი მიძღვნილი მიმართვა გამოუგზავნა.

მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მე არ მქონდა უფლება ერთი წუთითაც დამეგვიანებინა თქვენთვის სამადლობელი სიტყვა… შეძრული სულით ხორცამდე, გამწარებული დედა მოგმართავთ. დღეს ჩემი ნიკო, მომავლის ბიჭი უფალს მივაბარეთ, გაფრინდა ჩვენი ანგელოზი ზეცაში… თითოეულ თქვენგანს გეფერებით, მადლობას გიხდით გულწრფელი ცრემლებისათვის, ემიციებისთვის, რომელიც ჩემს, თქვენს, საქართველოს მომავალს გავაყოლეთ…

მე, მისი მამა და და-ძმები ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ნიკოს ოჯახი გვქვია… ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე ეს მძიმე წუთები თქვენმა სითბობ, სიყვარულმა, თანადგომამ და ნიკოს დაფასებამ შეგვიმსუბუქა. ჩვენი ოჯახისთვის არაფერია იმაზე მეტად საამაყო რომ ჩვენმა პატარა ბიჭმა შეძლო თავის საქმის მიმართ ასეთი სიყვარულით აელაპარაკებინა ჩვენი ქვეყანა.

მინდა ვისურვო რომ ნიკო იყოს ბოლო მსხვერპლი ახალგაზრდებში და მისმა სიკეთემ და სიყვარულმა შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. დამნაშავეების ოჯახებს ვთხოვ, კანონის აღსრულებას შეუწყონ ხელი, შემდეგ უფალს ვთხოვოთ შენდობა, მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ყველაფერს ვიზავთ რომ შენი დაწყებული საქმე შენ ანასთან ერთად გავაგრძელოთ, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიამ ბანერებში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა