ნიკა კაციას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წყევლაში ადანაშაულებს

ნიკა კაციას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წყევლაში ადანაშაულებს – ეს ბრალდება რეჟიმის პატიმარს სასამართლო პროცესზე იმ გამომძიებელმა წარუდგინა, რომელმაც ბრლის დადგენილება გააცნო.

ბაქარ ლებანიძეს, რომელიც კაციას თქმით, დაკავების დროს მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობის თვითმხილველი გახდა, თუმცა რეაგირება არ მოახდინა, დღეს სინდისის პატიმრის კითხვებს ვერ პასუხობდა და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მოპყრობის შესახებ არაფერი ახსოვს.

ნამდვილად არ მახსოვს. მე გამომძიებელი ვარ, ვზივარ აქეთ ოთახში. თქვენი გაოცება და გაკვირვება მახსოვს, ასევე ის რომ, დამწყევლეთ”, – თქვა პოლციელმა.

ნიკა კაციამ სასამართლოშივე უარყო პოლიციელის ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშითიბისის მობაილბანკის კიდევ ერთი ეკომეგობრული კამპანია 
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი