16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ჟურნალისტ ნიკა კაციას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება — სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) — დაუსაბუთებლად ჩაითვალა და კაცია სრულად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან.

კაცია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ნიკა კაცია 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის თქმით, მას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ და ქუჩაში გაჩხრიკეს. დაცვის მხარე დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და აცხადებს, რომ ბრალდება მტკიცებულებებზე არ არის დამყარებული.

პროკურატურა თავიდანვე ითხოვდა პატიმრობას, რადგან მათი თქმით, არსებობდა დანაშაულის განმეორებით ჩადენის, მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და კაციას წინასასამართლო სხდომამდე ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქველმოქმედო აქცია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა