ნიკა გვარამიაზე თავდასხმა – წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს შედგება

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს – სასამართლომ გადაწყვეტილება დღის ბოლოს, სამ საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანა.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შედეგად გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის შეფასებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ცემაში ბრალდებული პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა. დაცვა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე, უკიდურეს შემთხვევაში მინიმალური გარაოს სანაცვლოდ, ითხოვდა გაჩეჩილაძის გათავისუფლებას.

ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთდა და ტერიტორია სირბილით დატოვა.

წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს შედგება.