ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

რესტორან „დაინინგ რუმსთან“, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა მოხდა, სამართალდამცველები იმყოფებიან.

რესტორანთან იმყოფება ასევე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. ადგილზე რჩებიან განხორციელებული თავდასხმის დროს მასთან ერთად მყოფი პირებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ნიკა გვარამიაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ვაკე ბრონქსად აქცია