ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას აშშ-ს ელჩი ეხმაურება

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარიმართება.

იან კელის თქმით, აშშ-ს საელჩო პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

„ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო, რადგანაც ეს პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია. არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა. ამიტომ, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით“, -განაცხადა იან კელიმ.

რესტორან „დაინინგ რუმსში“ 7 იანვარს, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით რატი გაჩეჩილაძე დააკავეს, რომელსაც ბრალს დღეს წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი: ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით