ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიასააგენტო: ყინწვისში სასულიერო პირებმა იატაკის ფენილი თვითნებურად დააგეს