ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გამო, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 ოქტომბერს საგანგებო სხდომას გამართავს.

როგორც საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “სხდომა შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით”.

საუბარია ნიკა გვარმიასა და მამუკა ახველედიანი ფარულ სატელფონო ჩანაწერზე, რომელიც ნიკა გვარამიამ ჩაწერა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ ისიც განაცხადა, რომ გარკვეული ინფორმაციის ანაცვლოდ მამუკა ახვლედიანს თანხას სთავაზობდა.

გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანი ჩანაწერში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შესახებაც საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“8 თვის მონაცემებით, ჩინეთში 3,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დაახლოებით მესამედია, რის ექსპორტირებასაც რუსეთში ვახდენთ”
შემდეგი სტატიაობამა ფიფა-ს და სოკ-ს ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს