ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება, ბესელიას ზარი ტუალეტიდან მოსამართლე ტურავასთან

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

ნიკა გვარამიას მიმართვა ბესეია-წულუკიანს: იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, ისინი ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებშიც.

“რუსთავი 2”- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ურმავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუვიო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან სატელეფონო ზარებს ტუალეტებიდან ახორციელებს.
ნიკა გვარამიამ ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ გააკეთა რომელმაც გვარამია სასამართლოს პოლიტიკაში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა.

“ჩემი საჯარო განცხადება არის ერთადერთი: ამ ქვეყანაში მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი მაქვს. ეს არის ერთადერთი დემოკრატიის დამცავი ინსტიტუცია. მე ეს განცდა მაქვს და რა შუაშია აქ ვინმეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება. ის რომ საკონსტიტუციო სასმართლო არის ერთადერთი თავისუფალი კუნძული ამაში ვარ დარწმუნებული და ვაკეთებ ამ განცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში არა მე არამედ ეკა ბესელია რთავს, რომელიც მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს იღებს. რომელიც ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან. ეს კომუნიკაცია ფაქტობრივად არც უარყო ბატონმა ტურავამ ჩვენთან საუბრისას, როცა თქვა რომ დაუშვათ მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ამ საქმეზე არ მქონიაო. არ შეიძლება მას საერთოდ ჰქონდეს კომუნიკაცია ქალბატონ ბესელიასთან. არადა, მას ეს კომუნიკაცია ჰქონდა, ეს დანამდვილებით ვიცით.

ახსოვდეს ქალბატონ ბესელიას და წულუკიანსაც რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ და რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც – ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებშიც: მერაბ გამარჯობა, ყველაფერი წესრიგშია კოლეგიაში და თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში ამას ეს თანამშრომლები თავის ყურით ისმენენ მათ შორის ტუალეტებიდან ნათქვამს ეს შემიძლია ახლა ღიად გითხრათ”- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ელისა სლოტკინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ყველა შეხვედრაზე “რუსთავი 2”-ის საკითხი იქნა დაყენებული