27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის იუზერი დავბლოკე” — მიხეილ სააკაშვილის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საკუთარ მომხრეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის განცხადებით, მან საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან დაბლოკა მომხმარებელი, რომელმაც ნიკა გვარამიას  პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.

ექსპრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიტიკა მისაღებია, თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება მისთვის აბსოლუტურად წითელი ხაზია.

„კრიტიკა და არმოწონება ყველას მიმართ დასაშვებია, მაგრამ პირადი ცხოვრების ჭორებზე გადასვლა არცერთ ჩემს მომხრეს არ შეშვენის და ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მინდა ეს ყველამ გაითვალისწინოს. მე ძალიან დიდი გულისყურით ვეკიდები ჩემს გვერდზე ყველა შემომსვლელს, თქვენ მე ძალიან დიდ ძალას მაძლევთ და მადლობელი ვარ თქვენი, ოღონდ წესები ყველამ უნდა დაიცვას“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისი სოციალური სივრცე მხოლოდ ცივილური დისკუსიის ადგილი უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაში“შაჰ-აბასი ვენახებს ჩეხავდა, ივანიშვილმა სხვა გზა აირჩია”- ირაკლი კუპრაძე
შემდეგი სტატია“ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება” — ვატო სურგულაძე