ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს – თამარ ჩუგოშვილი

region
ავტ.: region აგვისტო 1, 2019 17:22

ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს – თამარ ჩუგოშვილი

,,მას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი “რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, როცა პირი გამოკითხვაზეა დაბარებული, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

“თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი რეაგირება შესაბამისი იქნება. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ. არ ვიცი, ტელევიზიაში რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა.შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

region
ავტ.: region აგვისტო 1, 2019 17:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics