ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე – არახამია

სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.

ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას”, – წერს არახამია.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადავცეთ – ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
შემდეგი სტატიააძლიერებს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მნიშვნელობას – ECPMF ნიკა გვარამიას შეწყალებაზე