ნიკა გვარამიას სასამართლო – რუსთავი 2-ის საქმეზე პროკურატურამ მოწმეები მოხსნა

საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. ადგილზე ადვოკატები და პროკურორი უკვე მივიდნენ. დღეს დაცვის მხარე პროკურატურის ბოლო მოწმეს, საქმის მიხედვით დაზარალებულ პაატა სალიას გამოკითხავს.

“არათუ დაზარალებული არ არის ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით ეს კომპანია, არამედ პირიქით, ყველაზე წარმატებული, როგორც სატელევიზიო რეიტინგების თვალსაზრისით, ისე სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით და ტელევიზიის წარმატება წარუმატებლობა, სწორედ ამ ორი პარამეტრით იზომება. ორივე პარამეტრით იყო ყველაზე წარმატებული “რუსთავი 2″, სწორედ იმ პერიოდში, როცა ნიკა გვარამია იყო გენერალური დირექტორი ამ კომპანიის, იმ პერიოდში როცა ბრალდება აქვს წარდგენილია ამ სისხლის სამართლის საქმეზე”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ყველა ის ადამიანი, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიაზარქუა – ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ