ნიკა გვარამიას პროკურატურაში იბარებენ – დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გადამალვა

საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით „რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა იგეგმება.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ესენი არიან პოლიტიკური კიკუები – ფული, ბაბაია, ფული და წყალს წაუღია საქართველო” – კემულარია ლორთქიფანიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ კარგად ვიცით