5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ნიკა გვარამიას პირველი პოლიტიკური განცხადება: “ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ”

“ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ”- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

გვარამიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, “მოქმედების პლატფორმა როგორია”, რადგანაც “ქართული ოცნების” დამარცხება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.

“ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. ამაში არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებში წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტად. როგორც მოქმედებენ პარტიები, ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია. ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას, ასე უნდა ვიმოქმედოთ. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს არის მთავარი” – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ქოცებს” განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად” – ნიკა გვარამია “ოცნების” მაღალჩინოსნებზე
შემდეგი სტატიასასახლის ღობის საქმის პროცესს პაატა ბურჭულაძეც ესწრება