ნიკა გვარამიას მიმართვა ევროკავშირს

ნიკა გვარამიას ფეისბუქ გვერდზე, მისი წერილი ქვეყნდება, რომელიც დღეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს სოფო ლილუაშვილმა გადასცა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ნიკა გვარამიას წერილი ევროპას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან.

ადრესატები:
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომიისიის პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ევროპარლამენტის წევრები;
ანდრიუს კუბილიუსი
ანა ფოტიგა
მარკეტა გრეგოროვა
მაიკლ გალერი
პეტრას აუსტრევიჩუსი
რასა იუკნევიჩიენე
რაფაელ გლუკსმანი
სვენ მიკსერი
ვიოლა ფონ კრამონი

ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტროიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო!
მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის- სოფიას, ჩემი შვილების – სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახეელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის – მთავარი არხის სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – ამაყი და თავისუფალი ქართველები. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი.
როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას.
და ბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა.
დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით,
ნიკა გვარამია” – ნათქვამია წერილში

წინა სტატიაშიყველაზე დაუსაბუთებელი განაჩენი, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის – ლომჯარია გვარამიას საქმეზე
შემდეგი სტატიარჩევა მექნება სამადაშვილთან, რეფლექსია მოახდინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს! საუბარს რომ დაიწყებს, ჩართოს წამმზომი და შეეცადოს 1 წუთი თუ გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს – პაპუაშვილი